|
2011 წლის 30 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია. უნივერსიტეტის პედაგოგებსა და სტუდენტებს ლექსიკონი გააცნო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ენისა და ლექსიკოგრაფიის“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა სოფიო დარასელიამ, რომელიც არის „ორენოვანი ლექსიკოგრაფიის მხარდამჭერი საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტი.
იმავე დღეს ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის.
ლექსიკონმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. პრეზენტაციის შემდეგ ორივე უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია, შეხვედრის წამყვანს ბევრი შეკითხვა დაუსვეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრსა და ზუგდიდის აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის საქმიანი ურთიერთობა დამყარდა, რაც ითვალისწინებს ლექსიკონის შემოქმედებითი ჯგუფის მომავალ შეხვედრებს სტუდენტებთან და პედაგოგებთან.
ავტორი: George Keretchashvili თარიღი: 22 ნოემბერი, 2011 00:45
|