2011 წლის 8 დეკემბერს ილიას უნივერსიტეტში გაიმართა დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ ქ-ნი მარინა ტყებუჩავა და ბ-ნი რეზო მარსაგიშვილი. ლექსიკონის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის სპეციალისტები, პედაგოგები და სტუდენტები. ლექსიკონის პრეზენტაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც კოლეგების, ისე სტუდენტების მხრიდან. სწორედ ასეთ დღეებში ხვდები, რომ ამ საქმისათვის დახარჯული დრო და გაწეული თავდადება ღირდა ამად.
დიდი მადლობა ქ-ნ მარინას და ბ-ნ რეზოს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის და თბილი და საქმიანი დახვედრისათვის.
ავტორი: George Keretchashvili თარიღი: 27 დეკემბერი, 2011 22:56
ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.