Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

Commonly confused words:yours faithfully / yours sincerely

საქმიანი მიმოწერის დროს ძალიან მნიშვნელვანია დახვეწილი, კარგი ინგლისურით „საუბარი.“ ასეთ შემთხვევებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად სწორადაა შერჩეული წერილის სტილი და ფორმალობის დონე. ამჯერად განვიხილოთ საქმიანი წერილის სტრუქტურის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი – საბოლოო სიტყვა.

ხშირად ისმის კითხვა – რომელი ფრაზით უნდა დავასრულოთ წერილი Yours faithfully თუ Yours sincerely? რომელია სწორი?

ორივე ფრაზა მართებულია, თუმცა თითოეული მათგანი სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენება.

თუ ადრესატის სახელი უცნობია და მას წერილის დასაწყისში მივმართავთ როგორც Dear Sir/Madam/Sirs/Sir or Madam, მაშინ წერილს ვასრულებთ ფრაზით Yours faithfully.

თუ ადრესატის სახელი ცნობილია, მაშინ ვიყენებთ ფრაზას Yours sincerely.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Yours truly გამოიყენება, როგორც Yours faithfully-ის ეკვივალენტი ამერიკულ ინგლისურში. ხოლო Yours sincerely-ის ნაცვლად ამერიკელები უფრო ხშირად ხმარობენ ფრაზას – Sincerely yours.

სტატია შეადგინა ქეთი ჭიღლაძემ

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.