Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

რატომ ვერჩი ინსპირაციას, ინსპირირებულსა და კრეატიულს

უკვე მესამე თვეა, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა დაიწყო მოძრაობა #არაბარბარიზმებს და ადგენს ბარბარიზმების ლექსიკონს.  აღნიშნულ ლექსიკონში ბარბარიზმების სტატუსით შეტანილია სათაურში გამოტანილი სამი სიტყვა: ინსპირაცია, ინსპირირებული და კრეატიული, რომლებსაც ვერ ელევა ჩვენი შემოქმედებითი ახალგაზრდობის ერთი ნაწილი. და მაინც რატომ ვეუბნებით არას ამ სიტყვებს!

ინსპირაციის შესატყვისი ქართული სიტყვაა შთაგონება, ინსპირირებულისა – შთაგონებული, ხოლო კრეტიულისა – შემოქმედებითი.

ქართულმა ენამ ლიტერატურული ან ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს, შემთხზველს – შემოქმედი უწოდა, დიახ შემოქმედი!!!! მაშასადამე, ქართულმა ენამ ხელოვანი, შემოქმედებითი პროცესითა და საქმიანობით დაკავებული ადამიანი თავად ღმერთს, ყველაზე დიდ შემოქმედს გაუტოლა! ამ სიტყვას უკავშირდება და მისგანაა ნაწარმოები შემოქმედებითიც, შემოქმედებითი ნიჭი, შემოქმედებითი ძალა, ანუ თავად შემოქმედის მსგავსი ნიჭი…

ენა ვითარდება… ენა იცვლება… ქართული ენაც იცვლებოდა საუკუნეების მანძილზე… ახლაც იცვლება… მომავალშიც შეიცვლება…

მაგრამ არის ისეთი სიტყვები, რომლებშიც ღვთაებრივი აზრი ძევს…

ეროვნული სიბრიყვეა ამგვარი სიტყვებისათვის ზურგის შექცევა, მით უფრო თავად იმ სფეროს წარმომადგენლებისგან, ვინც ქართულმა ენამ შემოქმედს, ანუ ღმერთს გაუტოლა!

ამ სიტყვებთან (შემოქმედი – შემოქმედებითი) დაკავშირებულია შთაგონება. ვინ შთააგონებს ხელოვან ადამიანს, ანუ შემოქმედს? ვინ აღძრავს მას მხატვრული შემოქმედებისაკენ? ღმერთი, თავად ყველაზე დიდი შემოქმედი!

როდესაც ჩვენ ვამბობთ შთაგონება, შემოქმედებითი – ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს ღმერთთან… როდესაც ვამბობთ – ინსპირაციასა და კრეატიულს, ეს კავშირი შემოქმედთან წყდება…

ახლა რაც შეეხება ინსპირირებულს! ინსპირირებული, როგორც უცხო სიტყვა, ქართულ ენაში რუსული ენიდანაა შემოსული და დამკვიდრებულია შემდეგი უარყოფითი მნიშვნელობით: „რაიმე ცუდ საქმეში წაქეზება, შეგულიანება“. ეს მნიშვნელობა, ცხადია, ძალიან შორსაა ღვთაებრივი შემოქმედებისაგან.

პროფ. თინათინ მარგალიტაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელი

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.