Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

სხეულის ფორმების აღმნიშვნელი სიტყვები ინგლისურ ენაში

ინგლისურ ენაში მრავლადაა სიტყვები, რომლებიც აღწერს ჩვენი სხეულის ფორმებს, რომელთაგან ზოგი პოზიტიურია, ზოგი კი – ნაკლებად პოზიტიური. მოდით თვალი გადავავლოთ იმ სიტყვებს, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება სხეულის ფორმების აღსანიშნავად.

როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად გამოყენებული ზედსართავი სახელი, რომელიც აღწერს გამხდარ ადამიანს, არის thin ( გამხდარი). Thin ხშირად გამოიყენაბა უარყოფით კონტექსტში:

She’s very pretty but she’s too thin – ის ძალიან ლამაზია, მაგრამ ზედმეტად გამხდარი.

Skinny (ძალიან გამხდარი, გაძვალტყავებული), სასაუბრო სიტყვა, ნიშნავს თითქმის იმავეს, რასაც thin:

I don’t like his looks – he’s too skinny -  მე არ მომწონს მისი გარეგნობა, ის ძალიან გამხდარია.

უფრო მეტად გამხდარი, ვიდრე skinny არის scrawny – მეტად გამხდარი, გალეული, გაძვალტყავებული ( ასევე სასაუბრო სიტყვა):

He was a scrawny little kid – ის გაძვალტყავებული პატარა ბავშვი იყო.

Gaunt (მჭლე, ჩამომხმარი) აგრეთვე აღნიშნავს ძალიან გამხდარ სახეს, ზოგჯერ იმის  გამო, რომ ადამიანი არის ავად:

Her face was gaunt and grey- მისი სახე იყო ჩამომხმარი და ნაცრისფერი.

ზედსართავი emaciated (მილეული, გამოფიტული) აღწერს ადამიანს, რომელიც არის სახიფათოდ გამხდარი, როგორც წესი, ავადმყოფობის ან უკიდურესი შიმშილის გამო. ის აღწერს მთლიან სხეულს:

Some of the patients were quite emaciated – ზოგიერთი პაციენტი საკმაოდ გამოფიტული იყო.

ზემოთ აღნიშნული ზედსართავები არის ზოგადად უარყოფითი, მაგრამ არსებობს ბევრი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს გამხდარ ადამინს დადებით კონტექსტში. ერთ-ერთი ასეთი სიტყვაა slim (გამხდარი, წვრილი, მოხდენილი). ასეთი ადამიანი არის გამხდარი და თან  მოხდენილი:

Charlotte was looking lovely and slim in the photos – შარლოტა ფოტოებზე ლამაზად  და მოხდენილად გამოიყურებოდა.

Slender, მაგალითად, აღნიშნავს გამხდარს და მოხდენილს, გრაციოზულს:

She was small and slender, like a dancer – ის იყო პატარა და მოხდენილი, როგორც მოცეკვავე.

Lean აღნიშნავს ადამიანს, რომელიც არის გამხდარი და ძლიერი:

Long-distance runners are usually fairly lean – გრძელ დისტანციაზე მორბენალები ჩვეულებრივ არიან საკმაოდ გამხდრები.

Petite, რომელიც უფრო პოზიტიურია, ნიშნავს დაბალს და გამხდარს და გამოიყენება მხოლოდ ქალებსა და გოგონებთან მიმართებით. Slight, რომელსაც ნეიტრალური კონოტაცია აქვს, ნიშნავს გამხდარს და დახვეწილს.

რა თქმა უნდა, ასევე არსებობს მრავალი სიტყვა, რომელიც აღწერს საწინააღმდეგო ვითარებას. Fat არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ზედსართავი, რომელიც აღწერს ადამიანს რომელსაც აქვს ზედმეტი წონა, მაგრამ ეს სიტყვა ძალიან პირდაპირია. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, მსუქანი ადამიანის აღსაწერად ვიყენებთ შედარებით ნაკლებად ნეგატიურ სიტყვებს. Stocky, მაგალითად, ნიშნავს ძლიერს და ჩასკვნილს:

He’s got the stocky build of a rugby player – მას აქვს მორაგბის  ზორბა აღნაგობა.

ასევე solid გამოიყენება შემდეგნაირად:  As a child, James was always quite solid – ჯეიმსი ბავშვობაში იყო საკმაოდ ჩასკვნილი, ტანსრული. Big არის უფრო ნაკლებად პირდაპრი სიტყვა მსუქანი ადამიანის აღსანიშნავად:

Sophie didn’t use to be so big, did she? – სოფია ძალიან მსუქანი არ იყო არაა?

Plump და chubby ნიშნავს ოდნავს მსუქანს, რომელიც  სასიამოვნოდ ჟღერს და ხშირად გამოიყენება ბავშვებთან მიმართებით:

She was admiring the baby’s plump little legs – ის  აღტაცებით უყურებდა ბავშვის ფუმფულა ფეხებს.

ზოგიერთი სიმსუქნის აღმნიშვნელი სიტყვები არის ძალიან პირდაპირი. Overweight (ზედმეტი წონა) არის სიტყვა რომელსაც უნდა იყენებდნენ ექიმები მსუქან პაციენტთან მიმართებით. პაციენტი, რომელიც არის უკიდურესად ჭარბწონიანი აღინიშნება სიტყვით Obese ( სიმსუქნით დაავადებული).

სტატია ინგლისურიდან თარგმნა თამარ ტარტარაშვილმა

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.