Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

საყოველთაო გაოფიცრება საქართველოში ანუ ვინ არის ოფიცერი?

სესხის ოფიცერი

განვადების ოფიცერი

საგადასახადო ოფიცერი

პროგრამის ოფიცერი

დაცვის ოფიცერი

სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცერი,

თემებთან/სოფლებთან ურთიერთობის ოფიცერი

და ა.შ.

რა საყოველთაო გაოფიცრება დაგვემართა ამ საქართველოში?

ყველა ერთ დღეში ოფიცერი როგორ გავხდით!

კოლეგა-მეცნიერებო, მოემზადეთ! მალე ჩვენ მეცნიერ-მუშაკები კი არ ვიქნებით, არამედ მეცნიერ-ოფიცრები!

მაინც რატომ დაერქვა ამდენ თანამდებობას უცებ ოფიცერი, ვინ არის ოფიცერი?

ოფიცერი სამხედრო ტერმინია და ის აღნიშნავს პირს, რომელიც არმიისა და ფლოტის მეთაურთა შემადგენლობას განეკუთვნება.

რაც შეეხება სხვა, არასამხედრო ოფიცრებს, წყარო გაუგებრობისა აქაც არის ინგლისური სიტყვა – officer.

ინგლისური officer სამხედრო წოდებასაც აღნიშნავს და სხვა მნიშვნელობებიც აქვს. მაგ.:

1. თანამდებობის პირი; დირექტორი; მმართველი. Chief Executive Officer – კომპანიის გენერალური დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი.

2. მოხელე; მუშაკი, თანამშრომელი (დაწესებულებისა); officer of government სახელმწიფო მოხელე; customs officer საბაჟოს მოხელე; consular officer საკონსულოს მუშაკი; scientific / research / officer მეცნიერ-მუშაკი; officer of the court სასამართლოს მოხელე; სასამართლოს აღმასრულებელი; police officer პოლიციელი.

დასკვნა: ქართული ოფიცერი არის სამხედრო ტერმინი და ინგლისური officer ამ შემთხვევაში უნდა ვთარგმნოთ როგორც ოფიცერი.

სხვა შემთხვევებში officer-ს შეესატყვისება: დირექტორი, მმართველი ან მუშაკი, მოხელე, თანამშრომელი (დაწესებულებისა).

არ მოგწონთ ეს სიტყვები?

ცნობილი ქართველი ტერმინოლოგის ბატონი ვუკოლ ბერიძის რჩევას გაგიმეორებდით: „სიტყვა ათჯერ წარმოთქვით და მეთერთმეტეჯერ მოგეწონებათ!“

თინათინ მარგალიტაძე

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.