Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა ბლოგზე რეგისტრაცია

ბათუმის II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ II საერთაშორისო სიმპოზიუმზე ლექსიკოგრაფიაში, რომელიც გაიმართება 2012 წლის 18 – 20 მაისს ქ. ბათუმში. სიმპოზიუმს უმასპინძლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი.

სიმპოზიუმის მიზანია:

  • უშუალო დიალოგის შესაძლებლობა მისცეს პროფესიონალ ლექსიკოგრაფებს, პრაქტიკული ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოლოგიის უახლესი პრობლემების მკვლევრებს, კორპუსზე მომუშავე სპეციალისტებს, გამომცემლებს, ელექტრონულ და ონლაინლექსიკონებზე, ელექტრონულ ბაზებზე მომუშავე პროგრამისტებსა და, ზოგადად, ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიით დაინტერესებულ პირებს;
  • მოაწყოს დასრულებული და მიმდინარე ლექსიკოგრაფიული  პროექტების პრეზენტაცია, გამოცემული ლექსიკონების გამოფენა, ელექტრონული და ონლაინლექსიკონების დემონსტრირება, ახალი იდეების აპრობაცია;
  • განსაზღვროს ლექსიკოგრაფიის შემდგომი განვითარების სტრატეგია და შეიმუშაოს რეკომენდაციები ლექსიკოგრაფიის ეროვნული პროგრამის შექმნისათვის საქართველოში;
  • შეაფასოს ელექტრონული ბაზების შექმნის მიმდინარეობა საქართველოში და მისი გამოყენების პერსპექტივები ქართულ ლექსიკოგრაფიაში;
  • ხელი შეუწყოს ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორიის საკითხების კვლევას;
  • ხელი შეუწყოს ახალი ტიპის ლექსიკონების დანერგვას საქართველოში.

სიმპოზიუმზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი ლექსიკოგრაფები. ასევე გაიმართება ლექსიკოგრაფიული პროექტების,  ელექტრონული და ონლაინლექსიკონების პრეზენტაციები.

სიმპოზიუმის მოხსენებების თემატიკა:

  • დასრულებული და მიმდინარე ლექსიკოგრაფიული პროექტები;
  • დარგობრივი (ტერმინოლოგიური) ლექსიკოგრაფია და სპეციალური ენები;
  • ლექსიკოლოგიური პრობლემატიკა;
  • ლექსიკონთა აგების პრინციპები;
  • ლექსიკოგრაფია ენების სწავლებისათვის;
  • ელექტრონული კორპუსები და ლექსიკოგრაფია;
  • ლექსიკონების ახალი ტიპები;
  • ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორია.

ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა ლექსიკოგრაფიულ (ლექსიკოლოგიურ) თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სიმპოზიუმზე გასატანად.

სიმპოზიუმზე  გაიმართება დისკუსია  მრგვალ მაგიდასთან შემდეგ თემაზე:

  • ელექტრონული კორპუსები და მისი გამოყენების პერსპექტივები ქართულ ლექსიკოგრაფიაში.

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

სიმპოზიუმის რეგლამენტი:

საჯარო ლექცია    40  წუთი

პრეზენტაცია        30  წუთი

მოხესენება            20  წუთი

მსჯელობა             10  წუთი

რეგისტრაცია

სიმპოზიუმის მონაწილედ დარეგისტრირებისათვის ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია:

  • მომხსენებლის / სიმპოზიუმის მონაწილის სახელი და გვარი;
  • აკადემიური თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი, ორგანიზაცია;
  • მოხსენების სათაური;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომრები).

symposium@dictionary.ge

აღნიშნულ მისამართზე თქვენი მონაცემების გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელ წერილს.

სიმპოზიუმის მოხსენება და თეზისები

გთხოვთ სიმპოზიუმის მოხსენების თეზისები გამოაგზავნოთ 2012 წლის 1 მარტამდე  ელ-ფოსტის მისამართზე: symposium@dictionary.ge

ფონტი: სილფაინი, Times New Roman

ზომა:    12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი თითო ენაზე

თეზისები უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე (ქართველი მონაწილეებისათვის).

თეზისების მიღებისთანავე დაგიბრუნდებათ შეტყობინება, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალა შეესატყვისება სიმპოზიუმის მოთხოვნებს და გადაეცა სარედაქციო კოლეგიას.

2012 წლის 1 აპრილს წერილობითი ფორმით გეცნობებათ, რომ თქვენი მოხსენება ჩართულია სიმპოზიუმის პროგრამაში.

გთხოვთ,  2012 წლის 20 აპრილამდე სიმპოზიუმის სარეგისტრაციო თანხა – 100 ლარი  – გადარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს „ბაზისბანკი“

ბანკის კოდი: CBASGE22

მიმღების დასახელება: სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“

IBAN: GE69 BS00 0000 0000 133557

გადარიცხვისას მიუთითეთ:

II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში – 2012

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს.

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, ნინოშვილის 35;

ტელ./ფაქსი: 8 422 27 23 74

პროფ. მარინა გიორგაძე, ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

marina_giorgaze@yahoo.com

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 36

ტელ.: 8 790 26 95 55

პროფ. თინათინ მარგალიტაძე, ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი

symposium@dictionary.ge

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, ინგოროყვას 8. ტელ.: 2 99 99 41

მარიამ მანჯგალაძე, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე

mariam@ice.ge

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი:

ალექსანდრე კვიტაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

ალიოშა ბაკურიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

რექტორი, პროფესორი;

ავთანდილ არაბული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის

წევრ-კორესპონდენტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

მარინე აროშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის  სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

შუქია აფრიდონიძე - ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

მარინე გიორგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

ირინე გოშხეთელიანი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის  პროფესორი;

ლალი ეზუგბაია - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი;

დარეჯან თვალთვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

მარიამ მანჯგალაძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

თინათინ მარგალიტაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი.

კარლა მარელო – ტურინის უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი;

მამია ფაღავა – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი;

დავით ჩომახიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სიმპოზიუმის მასალების სარედაქციო კოლეგია:

ავთანდილ არაბული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის

წევრ-კორესპონდენტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

შუქია აფრიდონიძე - ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი,

არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

მარინე ბერიძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების ხელძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

ლალი ბინიაშვილი – არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქეგლის ახალი რედაქციის მეორე ტომის რედაქტორი;

მარინე გიორგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

ლალი ეზუგბაია - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი;

თამარ ვაშაკიძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

დარეჯან თვალთვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

თინათინ მარგალიტაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი;

კარლა მარელო – ტურინის უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი;

გიორგი მელაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსი რედაქტორი;

ლია ქაროსანიძე – არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.