მოცემული ისტორიული მომენტი ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ენის განვითარებისთვის. ქართულმა ენამ დაიბრუნა სახელმწიფო ენის ფუნქცია და დაიწყო განვითარება თანამედროვე რეალიებთან მისასადაგებლად. თანდათან ხმარებაში შემოვიდა საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიასთან, თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობასთან, სამართალწარმოებასთან და თავისუფალი საზოგადოების არსებობის სხვა ასპექტებთან დაკავშირებული სიტყვები და გამოთქმები, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინები. საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველო გარე სამყაროსთან ურთიერთობას ძირითადად რუსული ენის… განაგრძეთ კითხვა »
2011 წლის 27 მაისს გაიმართა ორენოვანი ლექსიკოგრაფიის მხარდამჭერი საზოგადოების პირველი საქმიანი შეხვედრა. გადაწყდა: განისაზღვროს საზოგადოების წევრთა რაოდენობა – 70-ით, მმართველი საბჭო – 12 წევრით, საზოგადოებას ჰყავდეს ერთი პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი. საზოგადოების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები არჩეულ იქნებიან მმართველი საბჭოს შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით. მმართველი საბჭოს უფლებამოსილებაც ერთი წლით განისაზღვრა. შეხვედრაზე არჩეულ იქნა მმართველი საბჭო შემდეგი… განაგრძეთ კითხვა »
Tinatin Margalitadze | 28 მაისი, 2011 | 2 კომენტარი
ჩვენი ლექსიკონით ერთგულ მოსარგებლეებს გვინდა გაცნობოთ, რომ ონლაინ ლექსიკონის პროგრამული უზრუნველყოფა რედაქტორებს შესაძლებლობას გვაძლევს თვალი ვადევნოთ, თუ რა სიტყვებს ეძებენ ჩვენს ლექსიკონში მისი მომხმარებლები. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის სიტყვები, რომელთა პოვნაც მკითხველმა ჩვენს ლექსიკონში ვერ მოახერხა (პროგრამული უზრუნველყოფა ამის დადგენის საშუალებასაც იძლევა). ასეთი სიტყვები შეირჩევა და ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა განხილვის საგანი ხდება ხოლმე. თუ… განაგრძეთ კითხვა »
დღეს ონლაინ-ლექსიკონში აიტვირთა ასო S-ის ბოლო შევსებული ვერსია. გვსურს მოგილოცოთ და ჩვენ სარედაქციო კოლეგიასაც მივულოცოთ ლექსიკონზე მუშაობის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი – დასრულდა ინგლისური ანბანის ყველაზე დიდი და რთული ასო. მართალია, ამჯერად აღნიშნული ასო სასწავლო ლექსიკონის სიტყვანის მიხედვითაა წარმოდგენილი, მაგრამ ონლაინ-ლექსიკონში შეტანილია ყველა ძირითადი სიტყვა ასო S-ზე, შეტანილია ამ სიტყვების ყველაზე გავრცელებული, არსებითი მნიშვნელობები. მომავალში მუშაობა… განაგრძეთ კითხვა »
12 აპრილს ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტს ეწვია ფაკულტეტის დეკანის, ქ-ნ ელენე ხარაბაძის მოწვევით. ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს გავაცანით დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, ონლაინ-პროგრამის მუშაობის პრინციპები, ვუპასუხეთ სტუდენტებისა და კოლეგების შეკითხვებს. იმ დღეს ჩვენი ლექსიკონის ვებ-გვერდზე შემოსული ჰიტების რაოდენობა 1 500-ით გაიზარდა. შედეგებით გაოცებული დავრჩით. ეკონომიკის ფაკულტეტს მეტად მოტივირებული და… განაგრძეთ კითხვა »
Tinatin Margalitadze | 18 აპრილი, 2011 | 1 კომენტარი
2 აპრილს ქ. თბილისის ბაირონის სკოლას ვეწვიეთ სკოლის დამფუძნებლის, ქ-ნ ინესა მერაბიშვილის მოწვევით. ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს გააცნო დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის მუშაობის პრინციპები, ლექსიკონის შექმნის ისტორია, მისი ლექსიკოგრაფიული პრინციპები. მოკლედ ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ ენისათვის, ერისათვის, სახელმწიფოსათვის. ბაირონის სკოლამ მეტად თბილი შეხვედრა მოგვიწყო. ბავშვებთან საუბარი თითქმის სამ საათს გაგრძელდა. აღტაცებული დავრჩით ამ შესანიშნავი… განაგრძეთ კითხვა »
Tinatin Margalitadze | 8 აპრილი, 2011 | 1 კომენტარი
18 მარტს, უნივერსიტეტის V კორპუსში ჩემი სხვადასხვა თაობის სტუდენტები მოვიწვიე და მათ გავაცანი „ორენოვანი ლექსიკოგრაფიის მხარდამჭერი საზოგადოების“ დაარსების იდეა. „ორენოვანი ლექსიკოგრაფიის მხარდამჭერი საზოგადოების“ დაარსების მიზანია ლექსიკოგრაფიის, როგორც დარგის პოპულარიზაცია; ლექსიკოგრაფიის უდიდესი საგანმანათლებლო, კულტუროლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობის პროპაგანდა; დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის ფართოდ დანერგვისათვის ხელშეწყობა სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში. ასეთი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. საზოგადოებას უკვე ჰყავს 30… განაგრძეთ კითხვა »
Tinatin Margalitadze | 25 მარტი, 2011 | 2 კომენტარი
ონლაინ-ლექსიკონს უკვე აქვს საძიებო სისტემის ლოგირების შესაძლებლობა, რომელიც სარედაქციო კოლეგიას საშუალებას აძლევს გააანალიზოს ლექსიკონის მკითხველების მიერ მოძიებული სიტყვები. ლოგის მეშვეობით დგინდება ის სიტყვები და შესიტყვებებიც, რომლებიც მომხმარებელმა ლექსიკონში ვერ მოიძია. ამგვარი შემთხვევები არ რჩება რეაგირების გარეშე. სიტყვები და შესიტყვებები, რომლებიც მომხმარებელმა ლექსიკონში ვერ მოიძია, ერთი კვირის განმავლობაში ემატება ლექსიკონს (მაგ. იხილეთ due diligence, good practices, best… განაგრძეთ კითხვა »
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ ის სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლექსიკონის შესახებ. დავიწყებთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ლინგვისტის, ჩვენი პროექტის დიდი ქომაგისა და მხარდამჭერის, ნუგზარ რუხაძის შეფასებებით. ქვემოთ მოცემულია ერთი ციტატა ბ-ნი ნუგზარის ერთ-ერთი სტატიიდან და ლინკები მის გამოხმაურებებზე. “Georgia does not yet know what has just happened to it and its culture…. განაგრძეთ კითხვა »
ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.