შობა კიდევ ერთხელ მოგვადგა კარს და ჩვენც ერთმანეთს ასე ვესალმებით – Happy Christmas, Merry Christmas, Season’s Greetings, Happy Holidays. მსოფლიოს გარშემო ყველა ოჯახში ემზადებიან შობის დღისთვის (Christmas Day) (25 დეკემბერი), შობის მომდევნო დღისათვის (Boxing Day) (26 დეკემბერი) – და ზოგადად შობის დღესასწაულისთვის. ნაძვის ხეები (Christmas trees) ირთვება (decorated/trimmed(US)) ბრჭყვიალა ბურთულებით (baubles), წვიმებით (tinsel), ვარსკვლავებითა (star) და ანგელოზის ფიგურებით (angels). საშობაო გირლანდებს (wreaths) კარზე კიდებენ, ხეებს კი ფერადი ნათურებით რთავენ (lights). ზარებით (bells), თოვლის კაცებითა (snowmen) და ბაძგის ტოტებისგან დაწნული გვირგვინებით (holly) გაფორმებულ საშობაო ბარათებს (Christmas cards) სასწრაფოდ წერენ და გზავნიან, შეფუთულ საჩუქრებს კი ცნობისმოყვარე ბავშვებისგან საგულდაგულოდ მალავენ შობის დღესასწაულამდე.
ზოგისთვის ზეიმი დეკემბრის დადგომისას იწყება – საშობაო მარხვის (Advent) პირველი დღიდანვე. ზოგი კი საშობაო მხიარულებას (Christmassy) მხოლოდ შობის წინა დღეს (Christmas Eve) (24 დეკემბერი) შეიგრძნობს, როდესაც მუშაობას წყვეტენ და დღესასწაულიც იწყება.
შობის დღესასწაულს ყველა სხვადასხვანაირად შეიგრძნობს და ყველა თავისებურად აღნიშნავს. ბევრი მათგანი საშობაო წირვას (Christmas service) ესწრება ეკლესიებში და ზეიმობენ იმას, რაც მათთვის შობის ნამდვილი მნიშვნელობაა – ქრისტეს შობას/დაბადებას (the Nativity). სხვები კი სადღესასწაულო განწყობას წვეულებების გამართვითა და საზეიმო ღონისძიებებზე სიარულით იქმნიან. (რესტორნები და ბარები ხომ რამდენიმე თვით ადრეც კი დაჯავშნეს საშობაო კორპორაციული საღამოების (office Christmas party) მოსაწყობად). პატარების მშობლები კი სიხარულით ცრემლმორეულნი უყურებენ როგორ ასრულებენ როლებს მათი შვილები სკოლაში დადგმულ ქრისტეს შობის ამსახველ პიესაში (nativity play). ყველგან გაიგონებთ როგორ მღერიან საშობაო ჰიმნს, ეკლესიებსა თუ სავაჭრო ცენტრებში. ამ სადღესასწაულო სეზონის განმავლობაში ყველა ცდილობს დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატაროს.
შობას, ისევე როგორც დღესასწაულების უმეტესობას, რასაკვირველია, ტრადიციული კერძები აქვს. ტკბილ ღვეზელს (Mince pie), გლინტვაინს (mulled wine) და, რა თქმა უნდა, გათქვეფილი კვერცხით, რძითა და სხვა გემრიელი ინგრედიენტებით მომზადებულ ერთგვარ საშობაო სასმელს (egg-nog) სიამოვნებით მიირთმევენ ამ დღესასწაულზე. ხოლო 25 დეკემბერი კი წარმოუდგენელია საშობაო სადილის გარეშე ჩვეულებრივ შებრაწული ბატითა და ინდაურითურთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ტრადიციული საშობაო დესერტი – ნოყიერი ქიშმიშიანი საშობაო პუდინგი (Christmas pudding).
აი , 25 დეკემბერიც ახლოვდება და ის ვინც ჯერ კიდევ არ მომზადებულა, ბოლო წუთს მიდის საშობაო საყიდლებზე (Christmas shopping). ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. ზოგიერთი ძვირადღირებულია, ზოგი კი მხოლოდ მცირე საშობაო საჩუქრის (stocking-fillers) გაცემით შემოიფარგლება.
ბავშვები კი ამ საშობაო საყიდლების გამო შექმნილ ფაციფუცში არ ერთვებიან. მათ ხომ სჯერათ, რომ შობის ღამით მათთვის საჩუქრები სანტა კლაუსს (Santa Claus)/ თოვლის ბაბუას (Father Christmas) მოაქვს, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე (the North Pole) ცხოვრობს და ირმებშებმული მარხილით (sleigh), საჩუქრებით დატვირთული ყველა ბავშვის სახლში მოდის. გვიან ღამით, როდესაც მათ სძინავთ, საკვამურიდან (chimney) ჩამოძვრება და ბუხართან დაკიდებულ სპეციალურ სასაჩუქრე წინდებში ან ნაძვის ხის ქვეშ ალაგებს მათთვის განკუთვნილ ნივთებს.
მაგრამ თუ შენ ეს საშობაო ტრადიციები არ მოგწონს და უარყოფ მათ, შეგადარებენ ძუნწ სქრუჯს (Scrooge), ჩარლზ დიკენსის რომანის „საშობაო სიმღერის“ პერსონაჟს, რომელმაც უარი თქვა შობის აღნიშვნაზე.
სტატიის ავტორია ქეთი ჭიღლაძე
ავტორი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი თარიღი: 4 იანვარი, 2017 12:17
|