ეს სტატია ერთგვარი გაგრძელებაა წინა სტატიის, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ინგლისურ სიტყვაზე ‘fool’ და მის რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ სინონიმურ ერთეულზე. დღეს წარმოგიდგენთ ისეთ სინონიმურ ერთეულებს, რომლებიც ბოლოვდება სიტყვაზე ‘head’ და ნიშნავს სულელს, რეგვენს. გარდა ამისა, აღწერილია, თუ რამდენი მნიშვნელობა იძებნება სიტყვა სულელზე და რამდენი – რეგვენზე დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში (dict.ge). ამავდროულად, რამდენიმე მათგანი განმარტებულია ეტიმოლოგიურად.
‘head’-ით დაბოლოებული სიტყვების (ამ შემთხვევაში სელელის,რეგვენის მნიშვნელობით) გამოყენების სიხშირე: სულელი (18 – ჯერ); რეგვენი (23 – ჯერ).
1. Ass-head / Ass-headed – გონებაჩლუნგი, სულელი, რეგვენი, გამოტვინებული, ჩერჩეტი;
2. Banana-head – ტუტუცი, რეგვენი, ხეპრე, გონებაჩლუნგი;
3. Beef-head – რეგვენი, ყეყეჩი;
4. Besom-head – ტუტუცი, რეგვენი = თავში ბზე უყრია;
5. Blockhead – ყეყეჩი, შტერი, რეგვენი;
6. Blunder-head – ბრიყვი, რეგვენი, ჩერჩეტი, შტერი;
7. Bone-head – სულელი, გონებაჩლუნგი, რეგვენი;
8. Bottle-head – სულელი ყმაწვილი;
9. Bubblehead / Bubble-headed – სულელი, გამოტვინებული, გამოშტერებული;
10. Bufflehead / Buffle-headed – რეგვენი, ჩერჩეტი, შტერი, გონებაჩლუნგი, ხისთავა;
11. Bullhead / Bullheaded – გონებაჩლუნგი, რეგვენი, ჩერჩეტი;
12. Cittern-head – რეგვენი, შტერი;
13. Chowder-head – რეგვენი, სულელი, შტერი;
14. Chuckle-head – რეგვენი, ბრიყვი, შტერი, უტვინო, გონებაჩლუნგი, გამოშტერებული;
15. Clunk-head – ტუტუცი, სულელი;
16. Dickhead – რეგვენი, იდიოტი;
17. Dough-head – რეგვენი, იდიოტი;
18. Fat-head / Fat-headed – სულელი, გონებაჩლუნგი;
19. Feather-head / Feather-headed – სულელი, უჭკუო;
20. Flat-head – სულელი, მიამიტი ადამიანი;
21. Hardhead – რეგვენი, შტერი;
22. Half-headed – სულელი, უჭკუო;
23. Idle-headed – სულელი, ჩერჩეტი, უჭკუო;
24. Jolt-head – სულელი, რეგვენი;
25. Loggerhead – სულელი ადამიანი, შტერი, რეგვენი;
26. Log-head – სულელი ადამიანი, რეგვენი;
27. Lubber-head – სულელი ადამიანი, რეგვენი;
28. Lunkhead – სულელი, გონებაჩლუნგი, რეგვენი;
29. Meathead – რეგვენი, ყეყეჩი, შტერი;
30. Muddle-head / Muddle-headed - ყეყეჩი, რეგვენი;
31. Ox-head – სულელი, რეგვენი, გონებაშეზღუდული ადამიანი;
32. Pinhead / Pinheaded – სულელი, შტერი, უტვინო;
გთავაზობთ რამდენიმე სიტყვის ეტიმოლოგიურ განმარტებას:
Blockhead (n.) – იგივეა, რაც block-head, ,,სულელი ადამიანი“, (1540), წარმოიშვა სიტვებიდან block (n.) + head (n.); თავდაპირველად აღნიშნავდა თავის ფორმის მუხის კუნძს, რომელიც გამოიყენებოდა მექუდის მიერ, თუმცა შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა უფრო გვიანდელია.
Bufflehead (n.) – ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული პატარა იხვი (ამერიკული კოკონა), (1858), წყაროებში დასტურდება 1831 წლიდან; იხვის ამ სახეობას დიდი თავის გამო უწოდებდნენ bufflehead; buffle (1510) მოძველებული ფორმაა სიტყვისა buffalo (კამეჩი); Bufflehead მომდინარეობს სიტყვებიდან buffalo (n.) + head (n.); თავდაპირველი მნიშვნელობით ეს სიტყვა აღნიშნავდა ,,სულელ ადამიანს“ (1650); შდრ: buffle-headed, big-headed, foolish.
Bull-headed (adj.) – იგივეა რაც bullheaded ,,ჯიუტი, დაუჯერებელი“ (1818), მიღებულია სიტყვებიდან bull (n.1) + head (n.).
Chucklehead (n.) – აგრეთვე chuckle-head ,,სულელი, გონებაშეზღუდული“ (XVIII), მიღებულია chuck (n.1) + head (n.). სიტყვა chuck თავის მხრივ ნიშნავს კუნძს, შეშის ღეროს.
Dickhead (n.) – ,,სულელი, საზიზღარი, მდაბალი ადამიანი“ (1969); dick – მამაკაცის სასქესო ორგანო; dickhead წარმოიშვა სიტყვებიდან dick (n.) + head (n.)
Jolt-head (n.) – ,,სულელი ადამიანი“ (1530); მოგვიანებით შეიძინა ”დიდი, მოუქნელი, სულელი ადამიანის” მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში სიტყვის Jolt წარმოშობა და მნიშვნელობა უცნობია.
Lunk (n.) ,,გონებაჩლუნგი, ბენტერა“ (1867), ამერიკულ–ინგლისური სასუბრო, შემოკლებული ფორმა სიტყვის lunkhead (1852); Lunk – შეცვლილი ფორმა სიტყვისა lump; lunkhead მიღებულია lump (n.) + head (n.). lump ნიშნავს ტლანქ / მოუქნელ, გონებაჩლუნგ / სულელ ადამიანს.
სტატიის ავტორია თამთა ნაროუშვილი
ავტორი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი თარიღი: 12 იანვარი, 2017 11:47
|