Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

Commonly confused words: hear / listen

ინგლისურ ენაში არის სიტყვები, რომლებსაც ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მათ შორის მაინც არის გარკვეული განსხვავება. მოდით განვიხილოთ საკმაოდ ხშირად გამოყენებადი სიტყვები, რომლებსაც, ალბათ, თითოეული თქვენგანი ხშირად ხვდებით. ეს სიტყვებია: hear  და  listen.

ორივე ზმნა აღნიშნავს  მოსმენას, გაგონებას და დაკავშირებულია ჩვენი სმენის ორგანოსთან, მაგრამ, ‘hearing’ არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც ხმები გვესმის, მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა მათი გაგონება. ხოლო,  ‘listening’ არის მოქმედება, როდესაც  ჩვენ რაღაცას გამიზნულად ვუსმენთ, გვინდა რომ გავიგონოთ. მაგ. როდესაც ვუსმენთ ჩვენს საყვარელ მუსიკას და ა.შ.

I suddenly heard a loud noice – უეცრად გავიგონე მაღალი ხმა.

I heard a knock at the door- კარებზე კაკუნის ხმა გავიგე.

Listen to this song. Can you understand the words? –  უსმინე ამ სიმღერას. შეგიძლია გაიგო სიტყვები?

ზოგჯერ, ჩვენ ვიყენებთ ორივე ზმნას, იმის მიხედვით, თუ რაზე გვინდა აქცენტის გაკეთება, მოვლენაზე თუ მოქმედებაზე. მაგ:

Did you hear that interview with David Beckham on the radio yesterday? (ხაზგასმულია მოვლენა)

Did you listen to that interview with David Beckham on the radio yesterday? ( ხაზგასმულია მოქმედება)

ჩვეულებრივ hear არ გამოიყენება განგრძობით ფორმაში. მას ხშირად ვიყენებთ მოდალურ ზმნასთან can:

I can hear you really clearly – შენი გარკვევით მესმის.

NOT: I am hearing you really clearly.

როდესაც ზმნას listen მოჰყვება დამატება, ამ შემთხვევაში საჭიროა გამოვიყენოთ listen + to:

Every morning I listen to my Mozart CD while I’m having breakfast – ყოველ დილით საუზმის დროს მოცარტის ჩანაწერს ვუსმენ.

Listen გამოიყენება to ნაწილაკის გარეშე როცა მას არ მოსდევს დამატება:

Kate, listen! I don’t want you staying out late – ქეით, მისმინე! არ მინდა რომ გარეთ გვიანობამდე დარჩე.

სტატიის ავტორია თამარ ტარტარაშვილი

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.